ამის თაობაზე საუბარია დეკლარაციაში, რომელიც ევროატლანტიკური ალიანსის გაფართოებას შეეხება და რომელიც დღეს, 31 მაისს გამოქვეყნდა.
ასამბლეა მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეასრულონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და დააახლოვონ საქართველო ნატოსთან სამოქმედო გეგმის მინიჭებით უელსის სამიტზე.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ალიანსისთვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს 2013 წელსაც მოუწოდა, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულება და 2014 წლის სამიტზე გაფართოების მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები გადადგან.