აქცის მონაწილეები 15.00 საათზე შეიკრიბნენ უნივერსიტეტის (თსუ) 1 კორპუსის ეზოსთან.

აქციის ორგანიზატორებმა 30 მაისს მანიფესტი გამოაქვეყნეს.
“მოცემული კანონი არ ანსხვავებს და ერთნაირად სჯის მომხმარებელსა და გამსაღებელს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაპროტესტებთ სამართლის უსამართლო პრინციპებს და კი არ ვითხოვთ, არამედ კატეგორიულად მოვითხოვთ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შეწყვეტას და იმ თავისუფლების უზრუნველყოფას, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის!”, – წერია მანიფესტში.
ინტერნეტში დაწყებული აქციამ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ 31 მაისს რეალურ სივრცეში გადაინაცვლა. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
აქცია ინტერნეტში ბექა წიქარიშვილის მხარდასაჭერად 23 მაისს დაიწყო. facebook -ზე ამ კამპანიისთვის შექმნილი გვერდი “ბექა კრიმინალი არ არის”31 მაისს უკვე 5448 ადამიანს მოსწონს. ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეები იღებდნენ ფოტოებს წარწერით “ბექა კრიმინალი არ არის”, ასევე წერდნენ ვიდეომიმართვებს და აქვეყნებდნენ ამ გვერდზე. აქციას მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით თბილისში 2 ივნისსაც გეგმავენ.




