ერდორანმა ეს განცხადება სტამბულში დაგეგმილ მასშტაბურ აქციამდე გააკეთა. აქციები დღეს სტამბულსა და სხვა ქალაქებში იგეგმება.
BBC-ს ცნობით, ტაქსიმის მოედანზე უკვე მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული რაზმები, სპეცტექნიკა და წყლის ჭავლები.
2013 წელს თურქეთში მოქალაქეებმა გეზის პარკის რეკონსტრუქციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს, რაც მოგვიანებით ანტისამთავრობო მასობრივ გამოსვლებში გადაიზარდა. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, ათასობით მათგანი კი დაშავდა და დააპატიმრეს.
BBC -ს ცნობით, 64 ქალი, რომელიც მაშინ აქციის ცრემლსადენი გაზით დაშლის შემდეგ კომაში იყო, პარასკევს გარდაიცვალა.
ტაქსიმის მოვლენების წლისთავის აღნიშვნას ორგანიზებას უწევს მოძრაობა “ტაქსიმ სოლიდარობა”.
ერდოღანმა ეს მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციას შეადარა 30 მარტს, ახალგაზრდებთან სიტყვით გამოსვლისას, და მოუწოდა არ შეერთებოდნენ დღევანდელ აქციას.
“ერთი წლის შემდეგ ხალხი, მათ შორის ეგრეთ წოდებული მხატვრები, მოგიწოდებენ დემონსტრაციაზე გამოსვლისკენ, მაგრამ შენ, თურქეთის ახალგაზრდობავ, შენ არ უპასუხებ ამ მოწოდებას”– განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა.





