ახალი ამბები

ეკა გიგაური: ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებები არ მოხდეს

30 მაისი, 2014 • • 1311
ეკა გიგაური: ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებები არ მოხდეს

“გარდაბანთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ. იცით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ბრიფინგი და ისინი საუბრობდნენ მიზეზებზე, ასევე განცხადებები მოვისმინეთ ადგილზე გამგებლისგან, ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს, თუმცა ჩვენთვის ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის, რომ ერთმანეთს ამ შემთხვევაში დაუპირისპირდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ეთნიკურად ქართველი საქართველოს მოქალაქეები, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ ეფექტურად ვერ მოაგვარა ის პრობლემები და ის დაპირისპირებები, რომლებიც იწყებოდა სხვადასხვა რეგიონებში ეთნიკურ ნიადაგზე და რელიგიურ ნიადაგზე და ახლა გვაქვს ჩვენ წინასაარჩევნო გარემო, ყველაფერი უფრო სენსიტიურია და, შესაბამისად, ამანაც იჩინა თავი. ვფიქრობ, რომ კი, ერთი მხრივ, ეფექტური გამოძიება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ, მეორე მხრივ, ყურადღება უნდა მიაქციოს სწორედ მთავრობამ, აი, ამ ეთნიკურ საკითხებს და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ”, – აცხადებს ეკა გიგაური.

 

გარდაბანში 28 მაისს ჩაიხანაში დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილზე მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა აცხადებს, მათ სვანეთიდან ჩასახლებულმა მიგრანტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც დაპირისპირება მოყვა. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ.

 

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი