ახალი ამბები

ISFED: საქართველოში საკრებულოების დეპუტატთა მხოლოდ 11.1%-ია ქალი

30 მაისი, 2014 • • 1148
ISFED: საქართველოში საკრებულოების დეპუტატთა მხოლოდ 11.1%-ია ქალი

საკრებულოებში ქალ დეპუტატთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი თეთრიწყაროშია, თუმცა რიცხობრივი მონაცემით, იგი მხოლოდ 8 ქალს წარმოადგენს. საკრებულოებში ქალი დეპუტატები საერთოდ არ ყავთ წარმოდგენილი მცხეთას და ახალქალაქს, იმის ფონზე, რომ ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 60 000 ადამიანს აღემატება, ასევე არ ჰყავს დედოფლისწყაროს და ხონს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 30 000-ია. 

 

იმ საკრებულოებში, რომლების უმრავლესობაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, მხოლოდ მარნეულშია ერთი  ქალი კანდიდატი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობას განეკუთვნება. 

 

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საჭიროა ხელისუფლებამ უფრო მეტი მოთხოვნები წაუყენოს პარტიებს, რათა აღნიშნული ვითარება გაუმჯობესდეს:

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ქალთა წარმომადგენლობა მინიმალურია, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იმ პარტიებმა, რომლებსაც ფაქტიურად შანსი აქვთ გამარჯვების, არ დაასახელეს გამგებლობისა და მერობის პოსტებზე ქალი კანდიდატები, საკმაოდ დაბალი წარმომადგენლობაა პარტიულ სიებშიც, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ვითარება უახლოეს პირობებში სავარაუდოდ არ გაუმჯობესდება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მექანიზმები, რაც არსებობს საარჩევნო კოდექსში ქალთა ჩართულობის წახალისების თვალსაზრისით, არ არის ეფექტური, და არჩევნების შემდგომ ჩვენ ვიმუშავებთ და უფრო მეტ ლობირებას გავუწევთ იმას, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს უფრო რადიკალური ცვლილებები, რომელიც სავალდებულო კვოტირების თუ სხვა მექანიზმების გზით დააწესებს ვალდებულებას, რომ უფრო მეტი ვალდებულება იყოს წარმოდგენილი ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი