ახალი ამბები

ანონსი – 30 მაისი

29 მაისი, 2014 • • 1228
ანონსი – 30 მაისი

10:00 „ქორთიარდ მარიოტში“, 10:00–დან 18:00 საათამდე, გაიმართება ფორუმი „მესაქონლეობა საქართველოში – გამოწვევები და პერსპექტივები”.


10:00 კულტურის სამინისტროში გაიხსნება ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის.

 

10:00 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაიწყება  პირობით მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის შემაჯამებელი სხდომა 

 

10:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში “საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური, საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძედა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავენ.


11:00 “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს.


11:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ევროპული დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს


11:00 “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მართავს “საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალ დეპუტატთა წარმომადგენლობისა და გენდერული ბალანსის შესახებ კვლევის“ პრეზენტაციას.


11:30 “პირველ პრესკლუბში” საარჩევნო ბლოკი “არასაპარლამენტო ოპოზიციის” დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თავდგირიძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:00 DBR–ის სარეიტინგო კვლევა : „მომსახურების ხარისხი კომერციულ ბანკებში„ რუსთაველის 23–ში ( მე–3 სართული) „დოქტრინა ბიზნეს რევიუ”


12:00 ბათუმის იუსტიციის სახლში იუსტიციის  მინისტრი თეა წულუკიანი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს  დააჯილდოვებს.


12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტი ენძელა მაჭავარიანი ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილს უპასუხებს. 

 

12;00 სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში N6 ოთახში გაიმართება შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტის „მეწარმოების შეფასება საქართველოში“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია.


12:30 “პირველ პრესკლუბში” საერთაშორისო ფესტივალი “პოემუსის” ორაგანიზანიტორები: ბექა ელბაქიძე, გიორგი რუხაძე, ნინა თარხან-მოურავი, ელენე რამიშვილი და იოსებ ბაკურაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზვიად მიგრიაული პრესკონფერენციას გამართავს


13:00 “პირველ პრესკლუბში” საქართველოს დამსახურებული არტისტი ლალი მიქავა-გორდელი პრესკონფერენციას გამართავს.


13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში გიორგი ქავთარაძე,რატი ავალიანი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგისცენტრის იურისტი გიორგი დავითური და ბექას ადვოკატი თაკო გეგელია პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „ბექა კრმინალი არ არის!”


14:00 ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის დღესთან დაკავშირებით გაიმართება ოფიციალური საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციები პარტნიორი ქვეყნებიდან.


14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში პატრიოტთა ალიანსის რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესიკ ჯალაღონია პრესკონფერენციას გამართავს


17:00 საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, მორიგ დებატებს ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე გამართავს.


17:00-20:00 „თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტების დამოკიდებულებების კვლევა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისადმი“ კვლევის პრეზენტაცია და დისკუსიაფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, ჭოველიძის 10

 

18:00  ევროპის სახლში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის (ფერწერის მიმართულება) მაგისტრატურის I, II კურსის სტუდენტები  გამოფენას გამართავენ.


19:00  რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, გ. ჩუბინაშვილის გაიმართება ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ხუროთმოძღვარისა და ხელოვნებათმცოდნის, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო და მისი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.


19.00 საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხელნაკეთი თოჯინების საერთაშორისო გამოფენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი