ახალი ამბები

უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციები საარჩევნო სუბიექტებს

29 მაისი, 2014 •
უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციები საარჩევნო სუბიექტებს

უწყებათაშორისმა კომისიამ საჩივრები არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, რომელთაგან ნაწილი უსაფუძვლო აღმოჩნდა. იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საარჩევნო პროცესში ჩართულ პარტიებს, ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს კამპანიის ჩატარებაში, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანის გაკეთებამდე, სრული ინფორმაცია მიიღონ კანდიდატების შესახებ.

 

დღესვე უწყებათაშორისმა კომისიამ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“ რეკომენდაციებიც გასცა.

 

კომისია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გამიჯნონ პარტიული საქმიანობა თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებისაგან, რათა არ დაუშვას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომელიმე პარტიის სასარგებლოდ.


ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურატურას, გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ძალადობის განმახორციელებელ პირთა მიმართ.


კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ თბილსის საკრებულოსა და მერის არჩევნებში. უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს მათ, დაიცვან საკუთარი კვოტები სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილეზე და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიმათ მიმართ საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს.

 

29 მაისს დაბა ხარაგაულში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გასვლითი გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობდა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც მისი წევრები, ისე მოწვეული სტუმრები – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაბმული თითქმის ყველა კანდიდატი, რომლებმაც კომისიისსახელზე არაერთი საჩივარი შემოიტანეს.


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ის მიზეზები განმარტა, რომელთა გამოც უწყებათაშორისი კომისია ხარაგულში შეიკრიბა:„ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება დედქალაქით, უწყებათაშორისი კომისიის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომაც დღეს ხარაგაულს ვეწვიეთ. ბოლო დროს, ამ რაიონიდან არაერთი საჩივარი შემოვიდა, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ხარაგაულში 29.05.2014წ.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ხარაგაულში 29.05.2014წ.

მასალების გადაბეჭდვის წესი