თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, ვის ექნება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღები, იქნება ეს მობილური კომპანიები, სასამართლო, თუ რაიმე დამოუკიდებელი ორგანო.
“მნიშვნელოვანია ის, რომ უკონტროლოდ, ყოველგვარი დაცვის მქანიზმების გარეშე განხორციელებული მოსმენების პრაქტიკა დასრულდება ქვეყანაში. მანკიერი პრაქტიკის გამოვლინებები აღარ იქნება, დარჩენილია მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უკავშირდება ე.წ. გასაღების საკითხს, თუ სად უნდა იყოს ის, ოპერატორებთან, რაიმე დამოუკიდებელ ორგანოში, სასამართლოში თუ შს სამინისტროში. ამას ძალიან კარგი დამუშავება ჭირდება, საერთაშორისო გამოცდიელბის გათვალისწინება, ექსპერტების ჩართვა, რასაც შემოდგომამდე გავაკეთებთ,”-ამბობს მანანა კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში კი მიიჩნევს, რომ პარლამენტი დროს კარგავს:

“ამ გასაღების საქმეზე კომისია უნდა შეიქმნას და ჯერჯერობით არ არის შექმნილი. რაც დღეს პარლამენტმა მიიღო, კარგია, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მესამე მოსმენით მალე მივიღოთ, რათა რაღაც სურპრიზები კიდევ არ იყოს. შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კომისიის ჩამოყალიბება. მე მიმაჩნია, რომ დროს ვკარგავთ და სწრაფად უნდა გაირკვეს ეს საკითხი. “
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით 97 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



