დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტის თბილისსა და ქუთაისში მუშაობა პარლამენტის 2015 წლის ბიუეჯტის გაზრდას არ გამოიწვევს:
“უმრავლესობის პოზიცია ასეთია, რომ მომავალი წლის საბიუეჯტო პარამეტრები არ გაიზარდოს და ბიუჯეტი დარჩეს იმავე პარამეტრებში, რაც წელს არის. პარლამენტი დამატებით სახსრებს არ ითხოვს ბიუეჯტიდან. რაც შეეხება, შიგნით, მუხლებს შორის გადანაწილებას, ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით, იმის მიხედვით, თუ როგორ დალაგდება ჩვენი მუშაობა თბილისი-ქუთაისის რეჟიმში, რომელზეც ამ ზაფხულიდან გადავალთ. ამ რეჟიზმე გადასვლა გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის ხარჯების სტრუქტურის თვალსაზრისით, არა მხოლოდ სატრანსპორტო და კომუნალური, ასევე, ბინის ქირა და სხვა. 2015 წლის პარამეტრები ანალოგიური იქნება, რაც წელს, და ჩვენ მოვახერხებთ ამ ფარგლებში ჩატევას.”




![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



