ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისია ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტს განიხილავს

29 მაისი, 2014 •
უწყებათაშორისი კომისია ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტს განიხილავს

 

“სხდომა იუსტიციის მინისტრმა კომისიის მოწვეულ წევრზე − ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე საუბრით დაიწყო. თავმჯდომარემ კომისიის სახელით დაგმო კერძო პირების მიერ ზურაბ ჭიაბერაშვილზე განხორციელებული თავდასხმა და აღნიშნა, რომ კომისია დღეს პროკურატურისგან აღნიშნულ თემაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს. უწყებათაშორისმა კომისიამ ხარაგაულში მოიწვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა კანდიდატი, რომლებმაც კომისიის სახელზე არაერთი საჩივარი შემოიტანეს. საუბარი ეხება „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატ როინ ხიჯაკაძის განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ასევე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლას. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გაეცნოს ამ პრობლემას და მიიღოს შესაბამისი ზომები. მისივე თქმით, დღესვე სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კომისიის წევრებს და პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ექნებათ, დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხის გარდა, წამოჭრან ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. უწყებათაშორის კომისიაში უკვე არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც კომისიის ხელმძღვანელი სიტუაციის ადგილზე შესასწავლად სხდომას რეგიონებში ატარებს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იუსტიციის მინისტრი და კომისიის წევრები ბოლნისში იმყოფებოდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ხარაგაულში - 29.05.14
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ხარაგაულში – 29.05.14

მასალების გადაბეჭდვის წესი