ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა სურკოვთან შეხვედრის შემდეგ: არავითარი კომპრომისი – მხოლოდ გადადგომა

28 მაისი, 2014 •
ხაჯიმბა სურკოვთან შეხვედრის შემდეგ: არავითარი კომპრომისი  – მხოლოდ გადადგომა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვისა და აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერების – პარტია “აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმის” თავმჯდომარის რაულ ხაჯიმბას, ეკონომიკური განვითარების პარტიის თავმჯდომარის, ბესლან ბუტბას, ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაას” თავმჯდომარის, ვიტალი გაბნიასა და ექსპრემიერ სერგეი შაბმას შეხვედრა რამდენიმე საათის წინ აფხაზეთის პარლამენტში დასრულდა. 


შეხვედრის დასასრულს სურკოვს კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სათქმელი არაფერია. 


თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ვლადისლავ სურკოვი მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც კონფლიქტის გადაჭრით არის დაინტერესებული. მისივე თქმით, სურკოვი ორივე მხარეს ელაპარაკება – “ჩვენც და პრეზიდენტსაც, რომელმაც თავისი სამუშაო ადგიილი დატოვა და ამჟამად გუდაუთაში, რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება.” 

 

აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის გამო სოხუმში აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი დღეს, 28 მაისს ჩავიდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომელშიც, აფხაზური მედიის ცნობით, დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით, ოპოზიციონერებმა შტურმი მიიტანეს ხელისუფლების ადმინისტრაციაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

 

რაულ ხაჯიმბა: ფოტო: რია-ნოვოსტი
რაულ ხაჯიმბა: ფოტო: რია-ნოვოსტი

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  
  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი