ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქცია სოხუმში ხელისუფლების რეფორმირების მოთხოვნით [VIDEO]

27 მაისი, 2014 • • 1234
აქცია სოხუმში ხელისუფლების რეფორმირების მოთხოვნით [VIDEO]

აქციის მსვლელობის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 10 ათასი კაცი იმყოფება. 

 

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს უკავშირდება. 


“ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის საქმიანობა ყალბი აღმოჩდა. ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების განშტოებების საქმიანობაში, მათ შორის პარლამენტის. ფაქტიურად ავტორიტარული სისტემაა შექმნილი. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობებისა და მათი უკანონო მასობრივი პასპორტიზაციის აღსაკვეთად. მან იგნორირება მოახდინა პარლამენტის დადგენილებების, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველოს  საშუალებას აძლევს, გააღრმაოს აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის საფუძველების ჩაძირვის პროცესი. ეს საფრთხეს წარმოადგენს არა  მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. დღეს აფხაზეთი თითოეული თქვენგანის აუცილებელ მხარდაჭერას საჭიროებს, თქვენი მონაწილეობა სახალხო მსვლელობაში არის სამოქალაქო ვალი სამშობლოს წინაშე,”- წერია მიმართვაში, რომელიც ოპოზიციამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა. 


ოპოზიციის აქცია სოხუმში: ფოტო: нужняя газета
ოპოზიციის აქცია სოხუმში: ფოტო: нужняя газета


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი