ახალი ამბები

ლინკევიჩუსი არჩევნების შუა კვირაში ჩატარებამ გააკვირვა – რ2

20 ნოემბერი, 2018 • 1190
ლინკევიჩუსი არჩევნების შუა კვირაში ჩატარებამ გააკვირვა – რ2

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღმა “ცოტა გააკვირვა”. ლინკევიჩუსის კომენტარს რ2 ავრცელებს ბრიუსელიდან

“არჩევნების თარიღმა ჩვენ, ცოტა არ იყო,ს გაგვაკვირვა, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, არჩევნების შუა კვირაში დანიშვნა არატრადიციულია. არ ვიცი, რამდენად შეუწყობს ეს ხელს არჩევნების პროცესში თავისუფალ მონაწილეობას, ეს ნამდვილად ბადებს ეჭვებს”, – ამბობს ლინკევიჩუსი რ2-ის მიხედვით.

მან არჩევნებს დემოკრატიის ტესტი უწოდა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნა. ეს ფაქტი არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ გააპროტესტა მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

რ2 ასევე ავრცელებს ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემირ, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების თარიღზე გადაწყვეტილება ქვეყანამ უნდა მიიღოს დამოუკიდებლად, თუმცა ის ხაზს უსვამს, რომ ბელგიაში არჩევნები ყოველთვის კვირა დღეს ტარდება.

ამავე თემაზე

როგორ გაცვალეს როლები “ოცნებამ” და “ნაცმოძრაობამ” არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი