ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში “NATO-სა და აშშ-ის აგრესიის მუზეუმის” ექსპონატებს გამოფენენ

27 მაისი, 2014 • • 1197
ცხინვალში “NATO-სა და აშშ-ის აგრესიის მუზეუმის” ექსპონატებს გამოფენენ

“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ მუზეუმის ექსპონატები სამხრეთ ოსეთშია ჩამოტანილი. ჩვენმა რესპუბლიკამ  საკუთარ თვზე იწვნია აშშ-ის აგრესიული ქმედებების შედეგები 2008 წელს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია აღნიშნული გამოფენა ჩვენთანაც ჩატარდეს. აგრესორზე გამარჯვება ძვირად დაგვიჯდა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამის შესახებ, ისევე, როგორც იმათი სახელები, ვინც ჩვენი სახელწმიფოს, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწირა,”- აცხადებს პარტიის ლიდერი დავით სანაკოევი.

 

ჩრდილოეთ ოსეთში, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში “NATO-სა და აშშ-ის აგრესიის მუზეუმი” 17 აპრილს გაიხსნა. როგორც პარტია “ჩვენი ოსეთის” წევრები აცხადებენ, მუზეუმში თავმოყრილია ყველა ის ექსპონატი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო აგრესიას ახლდა თან. ექსპონატების განსაკუთრებული რაოდენობა კი, მათი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს აგრესიას უკავშირდება.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი