27-30 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს გამართავს. მინისტრი შეხვდება გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელ სამანდა პაუერს.
მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნურლანდსაც შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე დაგეგმილია გაეროში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებზე ისაურებს საქართველოსა და გაეროს წევრ ქვეყანებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობის აქტუალური საკითხებსა და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე.

მინისტრი გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენელებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე და გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარე 68-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ მიღებას დაესწრება.







