ახალი ამბები

პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა ბათუმში 14 წლის მოზარდის დაჭრის ბრალდებით – შსს

18 ნოემბერი, 2018 • 1891
პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა ბათუმში 14 წლის მოზარდის დაჭრის ბრალდებით – შსს

აჭარის პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა გუშინ, 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 14 წლის მოზარდს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე, ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სსკ-ს 19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/168922/

მასალების გადაბეჭდვის წესი