კოალიცია “ევრაზიული არჩევანის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ აქციის მიზანია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა:
“28 მაისს ჩავატარებთ აქციას. ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ აღსდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ვინაიდან ჩვენ ვთვლით და ვფიქრობთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე ვერ შევძლებთ აფახაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას. მომავალში ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკებები. ეს ჩვენ გვაჩვენა უკრაინის მოვლენებმა, როდესაც დასავლეთი უძლურია რუსეთთან მიმართებაში. ჩემი თვალსზრისით დასავლეთის მოწყობილი იყო ეს არეულობა ურაინაში, მიუხედვად ამისა, უძლური აღმოჩნდა რუსეთთან. უძლური აღმოჩნდა 2008 წლის 8 აგვისტოსაც დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში, როცა საქართველოსთან კონფლიქტი გაღრამვდა. ჩვენ რომ დავცვათ ჩვენი მოქალაქეები და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება, ამისათვის აუცილებელია მჭიდრო კავშირები დავამყაროთ რუსეთთან. ვინაიდან ჩანს ყოველ მხრივ, რომ დასავლეთი ვერ უზრუნველყოფს საქრთველოს უსაფრთხოებას. დასავლეთი შემოიფარგლებმა მხოლოდ შეშფოთებით”.
კოალიცია “ევრაზიული არჩევანის” ლიდერი არჩილ ჭყოიძე ამბობს, რომ აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან 28 მაისს 2 საათს გაგრძელდება, როემელშიც მონაწილეობას 150–200 ადამიანი მიიღებს. კოალიციის აქციას რეზიდენციასთან შეუერთდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართველი ემიგრანტები” და მისი თვმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი.
“აქციაზე იქნება მიღებული მიმართვა, როემლსაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადავცემთ. კოალიცია აერთანებს 10–მდე არასამთვრობო ორგანიზაციას. ეს კინ დაახლოებით 15–20 ათასი ადამინია. პრეზიდენტი ვალდებულია შეგვხვდეს და იცოდეს იმ ქვეყნის მოქალაქეების აზრი, რომელსაც მართავს.”
კოლიცია “ევრაზიული არჩევანი” 10–მდე არასამთვრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციამ 2014 წლის მარტში საერთაშორისო კონფერენცია “ევრაზიული არჩევანი 2014” –ს უმასპინძლა. რომელშიც საქართველოს წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ წარმომადგენლები მოსკოვიდან, კიშინიოვიდან, ოდესიდან, ასტანიდან, ერევნიდან.
კონფერენცია გახსნა კოალიცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ანტირუსულ პროპაგანდას ეწევა, ხოლო სააკაშვილის მმართველობის დროს ეს პროპაგანდა ისტერიკაში გადაიზარდა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ომით დასრულდა. ჭყოიძის თქმით, ანტირუსულ პროპაგანდას დღეს საქართველოში თან ახლავს ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია, რათა საზოგადოებაში შეიქმნას პროევროპული განწყობა.