ახალი ამბები

დღეს, 23:00 საათიდან რუსთაველზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

24 მაისი, 2014 • • 1209
დღეს, 23:00  საათიდან რუსთაველზე ავტომანქანების  მოძრაობა შეიზღუდება

ასევე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე შეიზღუდება 24 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 26 მაისის ღამის 03:00 საათამდე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება ასევე აკრძალული იქნება რუსთაველის გამზირის მკვეთ – გამომცემლობა „მერანთან“ ჩიხში, ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, პუშკინის ბაღთან ჩამსვლელ, ეროვნულ მუზეუმთან ამომსვლელ, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ჭანტურიას, აბაშიძის და მესხის ქუჩებზე. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – ჭონქაძის და თაბუკაშვილის ქუჩებზე.


26 მაისს, დილის 07:00 საათიდან სრულად გადაიკეტება თავისუფლების და ვარდების მოედნები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი