ახალი ამბები

ანონსი – 23 მაისი

22 მაისი, 2014 • • 1614
ანონსი  – 23 მაისი

11:00 საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ GIZორგანიზებით,  კერძო სექტორთან თანამშრომლობის პირველი ფორუმი გაიმართება სახელწოდებით  “პროფესიული უნარები მშენებლობისთვის. ადგილი: ექსპო ჯორჯიას საგამოფენო დარმაზი #3 მისამართი:  წერეთლის 118

 

12:00 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კომპანია „Minstream“-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში – „JOB FAIR“ მიიღებს მონაწილეობას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, დიდი სააქტო დარბაზი;მისამართი: კოსტავას N77


12:30 “პირველ პრესკლუბში” “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სკანდალურ განცხადებას გააკეთებს და ნარმანიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


13:00 საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, კარალეთის დევნილთა დასახლებაში, დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლის ჩვენება მოეწყობა. ღონისძიებას მთავარი პროკურორის მოადგილე და უწყების სხვა თანამშრომლები დაესწრებიან. მისამართი: ქ. გორი, კარალეთის დევნილთა დასახლება.


13:30  პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს თემა: 26 მაისი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

 14:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

16:00 “პირველ პრესკლუბში” გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გამოსაშვებიგამოცდები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

17:00 “ფერერო” ჯგუფის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მე-4 ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. იტალიის ელჩის რეზიდენცია თბილისში მისამართი: ჯორბენაძის ქუჩა 9ა, ავლაბარი, მეტეხის აღმართი.


მასალების გადაბეჭდვის წესი