მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
MAN-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც 53 წლის მამაკაცი მართავდა, ჟინვალჰესის წყალსაცავში გუშინ ჩავარდა. მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანმა ჯგუფმა წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ძებნა გუშინ დაიწყო, თუმცა ღამე ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო სამუშაოები შეწყდა.
სამძებრო სამუშაო დღეს დილით, 07:30 საათიდან განახლდა. სამუშაოებში ჩაერთოა მძიმე ტექნიკაც, რათა წყალსაცავიდან ამოღებულ იქნას სატვირთო ავტომანქანა.