ახალი ამბები

ვირუსული მენინგიტის 5 ახალი შემთხვევა ქუთაისში

22 მაისი, 2014 • • 1799
ვირუსული მენინგიტის 5 ახალი შემთხვევა ქუთაისში

ექიმი ნანა ღონღაძე მიიჩნევს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე მოსაზრებით, მოსახლეობას შეუძლია უბნის ექიმს მიმართოს:

 

“საშინელი მომართვიანობაა, საზოგადოებაში პანიკა არსებობს. მინდა გითხრათ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეს ინფექციაც არ მიმდინარეობს მძიმედ და გართულებებით. არის ვირუსული მენინგიტი და ბაქტერიული მენინგიტის ძალიან ცოტა შემთხვევა ფიქსრიდება. საზოგადეობამ უნდა მიმართოს უბნის ექიმს, ამ ინფექციის ძალიან კარგად მართვა უბნის ექიმსაც შეუძლია, მაგრამ იმ შემთხვევაში, სადაც მაღალი ტემპერატურა იქნება, ასევე, თავის ტკივილი და ღებინება, მოგვმართონ ჩვენ.”

 

“მეათე დღეა, რაც აქ ვართ. შვილიშვილი არის დაავადებული. სიმპტომები ჰქონდა- ძლიერი თავის ტკივილი და ღებინება, ტემპერატურა არ ჰქონია. ახლა ვმკურნალობთ,” -ამბობს ერთ-ერთი დაავედებული ბავშვის ბებია.


ნანა ღონღაძის განამრტებით, საავადმყოფოში 10 არასრულწლოვანი გადაიყვანეს, თუმცა მენინგიტი მხოლოდ ხუთ მათგანს დაუდგინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი