შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა 20 მაისს მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს, 42 წლის ლევან ს-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

 

“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *