საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დაკომპლექტებულმა სამეურვეო საბჭომ დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. დღევანდელ სხდომაზე აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მარიამ მუსხელიშვილი. სამურვეო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კენჭს იყრიდა ალექსანდრე ვახტანგოვი, რომელმაც 2 ხმა მიიღო. 

 

საბჭოში სულ 9 წევრი უნდა იყოს, თუმცა პარლამენტმა მხოლოდ საბჭოს 7 წევრი დაამტკიცა. საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის წარდგენილი კანდიდატურების ნაწილი 2014 წლის 17 აპრილს დაამტკიცა –  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გიორგი კოხრეიძე, 119 ხმით 0-ის წინააღმდეგ, და უმრავლესობის მიერ წარდგენილი ალექსანდრე ვახტანგოვი და გრიგოლ გოგელია. 

პირველი არხი/საზოგადოებრივი მაუწყებელი

საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარმოდგენილი დავით კიზირიასა და ნინია კაკაბაძის კანდიდატურები პარლამენტმა ჩააგდო. 

 

ახალი კანონმდებლობით უკვე არჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 7 ახალი წევრი. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჯერ კიდევ მოქმედი ბორდის წევრების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების გაუქმებას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *