“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შესახებ გავრცელებული სექსისტური ვიდეოკლიპი მათ არ ეკუთვნით.
კლიპი, რომელსაც ამ დროისთვის [14:00] 34 ათასამდე ნახვა აქვს, ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გაერთიანება”.
ქალი ვერასდროს გახდება საქართველოს პრეზიდენტი !
Posted by ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გაერთიანება on Monday, 12 November 2018
გვერდს 800-ზე მეტი მოწონება აქვს და მასზე “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო აქტივობები და ახალი ამბებია გაზიარებული.
გარდა აღნიშნული ვიდეორგოლისა, წინაწაარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელებში პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ არაერთი ცრუ და გადაუმოწმებელი ახალი ამბავი ვრცელდება. დეზინფორმაციული ამბები ძირითადად გვხვდება ამა თუ იმ კანდიდატის საწინააღმდეგოდ შექმნილ ფეისბუკ გვერდებსა და მმართველი პარტიისა თუ ოპოზიციის მხარდამაჭერ ჯგუფებში.
ვრცლად ამ თემაზე: