ახალი ამბებიხელოვნება

გარდაიცვალა სტენ ლი — “მარველის” კომიქსების ლეგენდა

12 ნოემბერი, 2018 • 6880
გარდაიცვალა სტენ ლი — “მარველის” კომიქსების ლეგენდა

2018 წლის 12 ნოემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა “მარველის” კომიქსების ლეგენდარული ავტორი სტენ ლი.

ლი — მწერალი, რედაქტორი და გამომცემელი, რომელიც კომიქსების ბიზნესში 1939 წლიდან იყო ჩართული — არაერთი საკულტო სუპერგმირის შექმნელი და თანაავტორია.

სტენ ლის პერსონაჟებს შორის არიან: შავი პანტერა, ადამიანი ობობა, X-ადამიანები, თორი, რკინის კაცი, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, დეარდევილი (“თავზეხელაღებული”), ადამიანი-ჭიანჭველა და სხვა უამრავი პერსონაჟი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი