ამის გამო თბილისს სლოვენიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი იგორ სენჩარი ეწვევა, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან – დავით ზალკალიანთან და თამარ ბერუჩაშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან.
“აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სლოვენიის მხრიდან თბილისში ორმხრივი ვიზიტი არ განხორციელებულა. სახელმწიფო მდივნის სტუმრობა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე კი შეიძლება ჩაითვალოს სლოვენიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებად,” – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.