საგარეო უწყების ცნობით, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე საქართველოს საპატიო კონსულები თბილისში 26 მაისს შეიკრიბებიან და საპატიო კონსულების მიერ განხორციელებულ საქმიანობას შეაჯამებენ. კონსულები საგარეო საქმეთა მინიტრს მიაწვდიან მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრებენ.
საპატიო კონსულები მონაწილეობას მიიღებენ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს კონსულების შეკრება პირველად ხდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატიო კონსულები საქართველოს მსოფლიოს 11 ქვეყანაში ჰყავს. მათი მისია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი პროექტების განხოცრილებაა, რომელიც საქართველოს ცნობადის ზრდის იმ ქვეყნებში, სადაც არიან წარგზავნილი. ამის გარდა, კოსულები ზრუნავენ საქართველოსა და მეგობარ ქვეყნებსი შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.








