ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური: საბაჟო–გამშევბი პუნქტი “ყაზბეგის” მუშაობა შეჩერებულია

17 მაისი, 2014 •
შემოსავლების სამსახური: საბაჟო–გამშევბი პუნქტი “ყაზბეგის” მუშაობა შეჩერებულია

ამის შესახებ შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

 

“როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია, რამაც საფრთხე შეუქმნა, როგორც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, ასევე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვები პუნქტის, “ყაზბეგის” მებაჟეებს, საზღვრის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებსა და მოქალაქეებს. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა მათი ევაკუაცია. საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობა შეჩერებულია, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები”. 

შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახური

 

“საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა აუცილებელ და საგანგებო ღონისძიებას და მოსახლეობა მუდმივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ. სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ განაახლებს მუშაობას” – აცხადებენ შემოსავლების სამსხურში. 


ამ დროისათვის საბაჟო-გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი