რამდენიმე საათის წინ საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.
“13-ივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ამოსაყვანად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს.

ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოწყვეტილი მთის მასაში მოყოლილია რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები და ტრაილერები.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.






