“ეს არის ადგილი, სადაც დევდორაკი მოწყდა 2007 წელს და ჩახერგა გზა. ახლაც გზა არის ჩახერგილი და ძალიან მნიშვნელოვანია, ზევით არის თუ არა დაგუბებული წყალი. ბუნებრივია, არის დიდი ტრაგედია, რადგან ადამიანები სავარაუდოდ არიან დაკარგულები სტიქიის დროს. გზა არის საშინლად დაზიებული და სავარაუდოდ დიდი ხანი დასჭირდება მის გაწმენდას და ახალი გზის აღდგენას” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დარიალის ხეობაში იმყოფება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როემლმაც სტიაქიის შეასახებ კომენტარი მედიასთან გააკეთა:
“შეიქმნა შტაბი, რომელსაც კორდიანციას უწევს კრიზისების მართვის და უსაფრთხების საბჭო. ჩენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურდ მალე მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია გვაქვს და პერიოდულად მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას. რამდენიმე მინისტრი ადგილზე იმყოფება.”

დარიალის ხეობაში იმყოფება ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე : “მყინვარწვერიდან აწმოსულია მეწყერი. ძალიან მძიმე სიტუაციაა, ხედავთ. ძალიან დიდი მიწის ნაკადია, რომელმაც ჩახერგა გზა, ასევე, მდინარის კალაპოტი, რამაც გამოიწვია მდინარის დაგუბება. უკვე გახსნილია რაღაც ნაწილი, მდიაანრემ თვითონ გაიკვლია გზა. იმის საშიშოება აღარ არის, რომ ერთიანად მოწყდეს და დაგუბდეს წყალი.”
საქართვლოს შს მინისტრის ალექსანდრე ჯიკაიძის ინფორმაციით, მოხერხდა ტღაილერის მძღოლის გადარჩენა, თუმცა სავარაუდოდ შესაძლოა იყოს მსხვერპლი.
დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს






