პრემიერის ადმინიტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ იღებს ინფორმაციას სტიქიური შემთხვევის შესახებ და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
საგანგებო შტაბის სხდომას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე, ასევე, ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ესწრება.
დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.
მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს.