ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრა

17 მაისი, 2014 • • 1194
გიორგი მარგველაშვილი დარიალის ხეობაში გაემგზავრა

“ქვეყნის პირველი პირი დარიალის ხეობაში ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა” – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.  

 

დარაილის ხეობაში იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, დავით შავლიაშვილი.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, ისინი ადგილზე გაეცნობიან შექმნილ ვითარებას და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთ ერთად პრობლემის მოგვარების გზებს დასახავენ.

 

დარიალის ხეობაში იმყოფებიან, ასევე,, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ სუდაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომლები.


დარიალის ხელობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა, მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას  სახელმწიფო უსაფრთოხებოს და კრიზისების მართვის საბჭო გაუწევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი