საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დევდოარკის ხეობიდნ მთის მასივის გამოტანა 5–6 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა 17 მაისს მომხდარი შემთხვევა მასშტაბურია.
“ამ დროისთვის შეწყვეტილია სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი და გაფრთხილებულია რუსეთისა და სომხეთის შესაბამისი უწყებები. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მობილიზებულია ადგილზე, თუმცა, პირველ რიგში, მთის მასივის მიერ გადაკეტილი თერგის კალაპოტის და გზის გათავისუფლებაა საჭირო, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ავარიის მოცულობის შეფასება” – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს გაცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ლარსისა და დარიალის ჰესების სამშენებლო ტექნიკაც:
“რაც დაეხმარება სახელმწიფო უწყებებს და შესაბამის სამსახურებს გზის და კალაპოტის გაწმენდაში. ბოლო ინფორმაციით, მოწყვეტილი მთის მასაში მოყოლილია რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მოძრავი ავტოამნქანები და ტრაილერები. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ხელმძღვანელი პირები ენერგეტიკის სამინისტროდან , ინფრასტურქტურის სამინისტროდან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან.”
დღეს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები.