საქართველოს ფოსტის მარკაზე, რომელზეც თბილისში მდებარე მშვიდობის ხიდია გამოსახული, ნაგებობის სახელწოდება შეცდომითაა ნათარგმნი.
ხიდის სახელწოდება ინგლისურ ენაზე არის “Bridge of Peace”(Peace – მშვიდობა), თუმცა მარკაზე ის ნათარგმნია, როგორც “თავისუფლების ხიდი” – Freedom Brdige.
მარკა 2018 წელს გამოიცა საქართველოს ხიდების სერიის ფარგლებში.
მშვიდობის ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის, 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა. მისი დიზანიერი იტალიელი მიკელე დე ლუკია.