ახალი ამბები

პირბადეების საზღვარგარეთ გაგზავნა იკრძალება – საქართველოს ფოსტა

28 თებერვალი, 2020 • 1606
პირბადეების საზღვარგარეთ გაგზავნა იკრძალება – საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტის განცხადებით, 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.

საქართვლეოს ფოსტა მოსახლეობას მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას.

ამასთან, ფოსტაში აღნიშნავენ, რომ ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება.

საქართველოში ამ დროისთვის სამედიცინო პირბადეების დეფიციტია. რამდენიმე დიდ სააფთიაქო ქსელში პირბადეების მარაგი სრულად ამოწურულია, დანარჩენში კი მათი გაყიდვა მხოლოდ ლიმიტირებულად ხდება.

როგორ მოვიხმაროთ სწორად სამედიცინო ნიღაბი [რჩევები]

მასალების გადაბეჭდვის წესი