ახალი ამბები

ცესკო: მთავრობის კანცელარიამ და თბილისის მერიამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს

17 მაისი, 2014 • • 1368
ცესკო: მთავრობის კანცელარიამ და თბილისის მერიამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს

ცესკომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის სახელზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 16 მაისს იმის გამო შეადგინა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანცელარიის შენობაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც საარჩევნო საკითხები განიხილეს.

 

ცესკოს ინფორმაციით, 22 აპრილს, 14:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში გაიმართა შეხვედრა მთავრობის წევრების მონაწილეობით, სადაც საარჩევნო ბლოკ ,,ქართული ოცნების” მერობისა და მაჟორიტარ კანდიდატთა და პარტიული სიის ფორმირების საკითხები განიხილეს. ცესკო აცხადებს, რომ აღნიშნულ თემებზე ამავე შენობაში საჯარო განცხადებები პირდაპირი სატელევიზიო ეთერის მეშვეობით გაკეთდა, რაც”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევაა.

 

მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია

ცესკომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს თანდართული მასალებით გადაეგზავნება. საქართველოს მთავრობის კანცელარიის განცხადებით, ცესკოს ”არასაპარლამენტო ოპოზიციამ” და ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართეს.

 

გუშინვე ცესკომ იმსჯელა თბილისის მერიის წინააღმდეგ საჩივრის შესახებ, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას მხარდაჭერისთვის თბილისის მერიის წინააღმდეგ შევიდა. 

 

თბილისის მერია
თბილისის მერია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი განცხადების მიხედვით, თბილისის მერიის პრესსამსახური მედიასაშუალებებს ნიკა მელიას წინასაარჩევნო კამპანიის სააგიტაციო შეხვედრებისა და სხვა აქტივობების შესახებ განცხადებებს უგზავნიდა, განმარტავს ცესკო. 

 

ცესკომ ზეპირი მოსმენის შემდეგ თბილისის მერიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდდარღვევათა ოქმი შეადგინა და სასამართლოს გადაუგზავნა თბილისის მერიის მიერ “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 8-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევის საფუძველზე. 

ცესკო
ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი