ლარი დოლართან ერთი თეთრით, ევროსთან კი თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა. გუშინდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.76 ლარი გახდა, ერთი ევროს კურსი კი 3.17 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს.
ეროვნული ბანკის განცხადებით, კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო, რაც სავალუტო ბაზარზე აისახება.
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, შესაძლოა ლარის გაუფასურება საარჩევნო კამპანიის პერიოდში ქვეყანაში არსებულ შავ ფულს უკავშირდებოდეს. კოკა-კოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანაში შეიძლება ისეთი ფული იხარჯება, რომელიც დეკლარირებული არ არის.
ამავე თემაზე
ეროვნული ბანკი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას არჩევნებს უკავშირებს
ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები რომ დაიწყოს, უარეს დღეში ჩავვარდებით – ჭყონია ლარის კურსზე
უპასუხისმგებლო განცხადებებმა ლარის დევალვაციას, შესაძლოა, ხელი შეუწყო – ბახტაძე