სქესის მიხედვით კი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შედარებით ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარენ (40%), ვიდრე მამრობითი სქესის წარმომადგენლები (79%).
რაც შეეხება ალკოჰოლის სახეობას, ყველაზე დიდი პოპულარობით ჩამოსასხმელი ღვინო სარგებლობს (39%), მეორე ადგილზე ბოთლის ლუდია (25%), ხოლო მესამე ადგილზე – არაყი (11%)
როგორც კვლევამ აჩვენა, არაყს ყველაზე ხშირად 18–24 წლის ახალგაზრდები მიირთმევენ, ხოლო 35 წელზე მეტი ასაკის მომხმარებლები უპირატესობას ჩამოსასხმელ ღვინოს ანიჭებენ.
გამოკითხულთა უმეტესობა (75%) ალკოჰოლს სახლში მიირთმევს, მეორე და მესამე ადგილს კი რესტორნები (12%) და კაფე–ბარები (7%) იკავებს.
გამოკითხვა თბილისში 2014 წლის აპრილში ჩატარდა, სულ გამოიკითხა 409 ადამიანი, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 4.9%-ს არ აღემატება.