ახალი ამბები

ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს

7 ნოემბერი, 2018 • 2402
ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს

ახმეტაში მდებარე ერთ-ერთ აქამდე უსახელო მწერვალს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიანიჭეს.

გადაწყვეტილება 7 ნოემბერს მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, — დაწერა ფეისბუკზე საკრებულოს წევრმა ანზორ ხიზანაიძემ.

მისი ცნობით, ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და ადგილობრივ (ალვნების) მოსახლეობასთან შეთანხმებული იყო.

ხიზანაიძის ცნობითვე, გადაწყვეტილება საკრებულომ ერთხმად მიიღო.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთი შეტაკებისას ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ იგი ცხინვალის მე-5 სკოლასთან ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი ანწუხელიძე.

2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ანწუხელიძის სახელობის მწერვალის სიმაღლე 3276,1 მეტრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი