ახალი ამბები

სოზარ სუბარის თქმით, სად–ში გაცემული პრემიები მასთან შეთანხმებული არ ყოფილა

16 მაისი, 2014 •
სოზარ სუბარის თქმით, სად–ში გაცემული პრემიები მასთან შეთანხმებული არ ყოფილა

 

“აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო ის პრემიები, რომლეიც გაიცა სასაჯელაღსრულების დეპარტამენტში. ზოგადად ეს დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი თვითონ გასცემს ამ პრემიებს”, – განაცხადა სუბარმა.

 

მისი განმარტებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრემიების ეს საკითხი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა.

 

“ზოგადად გაუმართლებელია მინისტრთან შეთანხმების გარეშე (რასაც ითვალისწინებს კიდეც შიდა რეგულაციები), მაგრამ შეთანხმება რომ არც სჭირდებოდეს, ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. ამაზე მქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება მაშინვე და მკაცრად მოვთხოვე პასუხი, თუმცა  მისი [დეპარტამენტის უფროსის, დარბაისელის] მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოა, ფული დარჩენილია და გადაანაწილეს, იმიტომ, რომ ურთულესი სამუშაო ჩაიბარეს და ურთულეს სისტემაში უხდებოდათ, თუმცა მე ამის გამართლებას ვერ ვხედავ… ვერ ხედავს მთავრობის ვერც ერთი სხვა წევრი და ვერც პრემიერი. იმის გამო, რომ ეს იყო 1,5 თვის წინ მოსული ახალი გუნდი და მესამე ცვლილება მოხდა დეპარტამენტის, იმ ეტაპზე რაღაც სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, გარდა მკაცრი გაფრთხილებებისა”, – განაცხადა სუბარმა.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მას ანონიმურმა წყარომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დეკემბრის თვეში გაცემული ხელფასების შესახებ დოკუმენტი მიაწოდა, რომლის თანახმადაც, “რუსთავი 2″–ის დაცვის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ბუნტურიძემ დეკემბერში ხელფასის სახით  38 390 ლარი აიღო.

 

 “სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მოგვაწოდეს ერთი დოკუმენტი, რომელიც მინდა გაგაცნოთ. საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემულ ხელფასებს და ეს ხელფასები იმდენად დაუჯერებელია, იმდენად მაღალია, რომ მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ თქვენთვის გამეზიარებინა. მე ახლა ჩამოგითვლით იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყო დეკემბრის თვეში:

 

1. გახარია გოგი – მან დეკემბრის თვეში აიღო 39 130 ლარი.

2. ვლადიმერ ბუნტურიძე [რუსთავი 2–ის დაცვის ყოფილი უფროსი] – 38 390 ლარი

3. სიმონ მაჩაიძე – 38 733 ლარი

4. შალვა ტორაძე – 31 263 ლარი

5. თუთარაშვილი შოთა – 30 386 ლარი

6. ელიზბარაშვილი გიორგი – 29 307 ლარი

7. ასანიშვილი ზურაბ – 28 321 ლარი

8. კოტეტიშვილი ვახტანგ – 23 494 ლარი

9. ტრაპაიძე შოთა – 23 270 ლარი

10. გიდიძე ზურაბი – 21 202 ლარი

11. ჩელებაძე მამუკა – 21 505 ლარი

12. როდონაია ლაშა – 20 703 ლარი

13. ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358 ლარი

14. ახვლედიანი თენგიზ – 19 018 ლარი

15. დოთიაშვილი დავითი – 18 845 ლარი

16. გულბიანი გიორგი – 18 692 ლარი

17. კიკალიშვილი ილია – 18 525 ლარი

18. ვერულაშვილი ნესტანი – 18 251 ლარი

19. დარბაისელი დიმიტრი[სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე]  – 18 222 ლარი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი