ინტერნეტგამოცემა besttoday.ru –ს ვეგვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში მოცემულია ინფორმაცია პოლიტიკური ელიტის წარმომდგენლების ოჯახის წევრების საქმინობის და საცხოვებელი ადგილის შესახებ.
ბლოგერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2013 წელს ეკატერინა პუტინა იუნ ჯუნ ბონს გაჰყვა ცოლად. შემდეგ კი სვამს კითხვას, რას აკეთებენ სახელისუფლებო ვერტიაკლის დანარჩენი სახეები:
რუსეთის პრემიერ–მინისტრის დიმიტრი მედვედევის შვილი ილია მედვედევი ამ დროისათვის რუსეთშია, თუმცა ღია ინტერვიუში მან განცხადა, რომ სწავლის გაგრძელებას აშშ–ი, მასაჩუსეტის უნივერსიტეტში აპირებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ერთადერთი შვილი ეკატერინე სწავლობს და ცხოვრობს აშშ–ი. იგი ნიუ–იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს და აშშ–ი მუდმივად საცხოვრებლად დარჩენას აპირებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერის სერგეი ჟელეზნიაკის სამივე შვილი უცხოეთში სწავლობს. ეკატერინე შვეიცარიის ელიტარულ სკოლაშია, სადაც განათლების მიღების საფასური მე–6-მე–12 კლასებში 2,4 მლნ რუბლი ღირს. ანასტასია ლონდონში სწავლობს, უნივერსიტეტში, სადაც ერთი წლის გადასახადი 630 ათასი რუბლია. უმცროსი შვილი ლიზაც ამ დროისათვის ლონდონში ცხოვრობს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერის ალექსანდრე ჟუკოვის ოჯახის წევრები – ვაჟი პეტრე ჟუკოვი ლონდონში სწავლობს, იგი უკვე ციხეშიც მოხვდა და 14-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
აშშს–ის მიერ 2014 წლის 20 მარტს დაწესებული ფინანსური სანქციების შავ სიაში რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერი სერგეი ჟელეზნიაკი მოხვდა. მას ანგარიშები დაუყადაღეს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერის სერგეი ანდენკოს შვილი სწავლობს და ცხოვრობს გერმანიაში.
რუსეთის ვიცე–პრემიერის დიმიტრი კოზაკის უფროსი ვაჟი ალექსანდრე უკვე 6 წელია უცხოეთში ცხოვრობს და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული. ის რამდენიმე კომაონიას ფლობს: “რედ”, “მაკბრაიტ” და “იუნა”. ამავდროულად, სახელმწიფო კომპანიაშიც მუშაობს.
დიმიტრი კოზაკის უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე მუშობს “Credit Suisse”–ში. 2014 წელს ეს შვეიცარული ბანკი გერმანიის და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლიენტებისათვის გადასახადების დამალვაში დახმარების აღმოჩენაში დაადანაშაულეს.
აშშ–ის მიერ 2014 წლის 28 აპრილს დაწესებული ფინანსური სანქციების შავ სიაში რუსეთის ვიცე–პრემიერი დიმიტრი კოზაკი მოხვდა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ალექსანდრე რემზაკოვის (ფრაქცია ერთიანი რუსეთი) უფროსმა ვაჟმა ახლახან დაამთავრა სწავლა პენსილვანიის კოლეჯში, სადაც ერთი წლის სწავლის საფასური 1 მლნ 295 761 რუბლია. დეპუტატის ვაჟმა აშშ–ის ოფიცრების მოსამზადებელი კურსი გაირა.
სტეფანე რემზაკოვი ამ დროისათვის ნიუ–იორკშია და კერძო კოლეჯში სწავლობს. დეპუტატის შუათანა შვილი 2008 წლიდან ლონდონის კერძო კოლეჯში სწავლობს. დეპუტატის უმცროსი გოგონა ავსტრიაში ცხოვრობს. ის ტანმოვარჯიშეა და დუბლინში გამართულ შეჯიბრზე მაშა რემზაკოვა ავსტრიას წარმოადგენდა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ვლადიმირ ფეტისოვის შვილი ანასტასია გაიზარდა და სწვლობს აშშ–ი. მან რუსულად წერა–კითხვაც კი არ იცის.
სს “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელის ვლადიმირ იაკუნინის შვილები და შვილიშვილები ინგლისში და შვეიცარიაში ცხოვრობენ. იაკუნინის უფროსი ვაჟი ინგლისში ცხოვრობდა, ახლა რუსეთში საქმიანობს და ბრიტანულ ინვესტიციებს კურირებს. უმცროსი ვაჟი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ Venture Investments & Yield Management (VIYM) ხელმძღვნელობს, რომელიც პროექტებს ახორციელებს პეტერბურგში.
ალექსანდრე იაკუნინი ასვე მოსკოვში Marriott Courtyard–ს ფლობს. ის ამ დროისათვის ცხოვრობს საკუთარ სახლში, ლონდონში, რომელიც 2007 წელს 4,5 მილიონ ფუნტად იყიდა და პანამის ოფშორში დაარეგისტრირა.
სს “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელის ვლადიმირ იაკუნინის მეორე ვაჟი ვიქტორ იაკუნინი ცხოვრობს შვეიცარიაში, სადაც ელიტური უძრავი ქონების ბიზნესი აქვს. მისი შვილი კი ლონდონში იზრდება.
სს “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი აშშ–ის მიერ 2104 წლის 20 მარტს დაწესებული ფინანსური სანქციების შავ სიაში მოხვდა. თავად იაკუნინმა ეს საკითხი ზედაპირულად შეფასა, თუმცა მოგვინებით კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აშშ არაკონსტრუქციუალდ მოიქცა და ორ ქვეაყანას შორის სარკინიგზო ურთიერთობების განვითარება შეფერხდება.
სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ფრაქცია “CP”–ის წევრს ელენა მიზულინას ვაჟი ოქსფორდში სწავლობდა, შემდეგ საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდა და იურიდიულ კომპანია Mayer Brown–ში მუშობს.
სახელმწიფო დუმის ექს–სპიკერის ბორის გრიზლოვის შვილი, რომელიც “ერთიანი რუსეთის” თანადამფუძნებელია, ტალინში ცხოვრობს. ახლახან ევგენია გრიზლოვამ მოქალაქეობაც მიიღო.
რუსეთის ყოფილი განათლების მინისტრი ალექსანდრე ფურსენკო არ ახმაურებს ინფორმციას, რომ მისი შვილები უცხოეთში ცხოვრობენ. მისი ვაჟი აშშ–ი საცხოვრებლად მუდმივად გადავიდა.
ფონდ “პოლიტიკას” ხელმძღვანელის ვიჩესლავ ნიკონოვის ვაჟი აშშ–ის მოქალაქეა.
აშშ–მა იმ პირთა სია, ვისაც ფინანსური სანქციები დაუწესა, კიდევ გაზარდა. 2014 წლის 29 აპრილს დაწესებული სანქციების შედეგად ანგარიშები აშშ–ის ბანკებში რუსეთის 15 მოქალაქეს გაეყინა. ეს პირები პოლიტიკური ელიტის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები არიან.







