ახალი ამბები

ანონსი – 16 მაისი

15 მაისი, 2014 • • 1213
ანონსი – 16 მაისი

09:00 მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება


11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში  პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მოსმენები


12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2013-2014 სასწავლო წელსგანხორციელებული სტუდენტთა ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები  დაესწრებიან. სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი მისამართი:  თელავის  ქ. 20


12:00 “პრაიმ–ტაიმის“ პრესკლუბში ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელი შოთა აფხაიძე პრესკონფერენციას გამართავს. 17 მაისთან დაკავშირებით ორგანიზაციის მისამართით ბოლო დროინდელი ბრალდებები.


12:30 პარაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში რეზო ჩხეიძე, ლევან ფრუიძე, მიხეილ ანდღულაძე და გურამ ფალავანდიშვილი წარმოადგენენ გვარის წინამძღოლთა მიერ დაგეგმილ საკითხებს, რაც განხორციელდება 17 მაისს, რუსთაველზე პარლამენტის წინ დაგეგმილი მანიფესტაციის ჩატარების დროს.


13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოძრაობის წევრები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ 2 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

13:00 მარნეულის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში მედიის განვითარების ფონდი გამართავს გამოფენას “ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისთვის”.გამოფენაზე წარმოდგენილი  ექსპონატები  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ქალების, ასევე სხვა ისტორიული პირების (მარიამ გარიყული, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ყიფიანი, ბარბარე ყიფიანი და სხვა)საზოგადოებრივ აქტივობას ასახავს.პროექტი  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.მისამართი: ერეკლე II ქ. #1, მარნეულის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი.


14:00 “პირველ პრესკლუბში” სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მრჩეველი ლალი მოროშკინა 9 წლიანი რეჟიმის ჯალათების სიებს გაასაჯაროვებს. წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.  საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


17:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი გურამ ოდიშარიასაპატიო სიგელებით  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ  თანამშრომლებს დააჯილდოებს და  სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.







მასალების გადაბეჭდვის წესი