ნეტგაზეთი | აფხაზეთში, ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ექსჰუმაციის საკითხებზე მუშაობენ აფხაზეთში, ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ექსჰუმაციის საკითხებზე მუშაობენ – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთში, ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ექსჰუმაციის საკითხებზე მუშაობენ

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, ლეონიდ ლაკერბაია დღეს, 15 მაისს გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში დაღუპული ქართველი სამხედროების ექსჰუმაციის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო პორტალი აპსნიპრესი ავრცელებს. 

როგორც საინფორმაციო პორტალი იუწყება, საუბარია საქართველოს იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს თბილისიდან სოხუმში მიფრინავდნენ და აფხაზურმა მხარემ მათი თვითმფრინავი ჩამოაგდო.

 

ექსჰუმაციის სამუშაოებს არგენტინელი და აფხაზური სპეციალისტები ატარებენ. 

 

ბაბუშერას სასაფლაოზე 92 ადამიანია დაკრძალული. დაღუპული სამხედროების დიდი ნაწილის ექსჰუმაცია და საქართველოში გადასვენება 1997-2004 წლებში მოხდა. 

 

      

აფხაზეთის ომი
აფხაზეთის ომი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია