ნეტგაზეთი | აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბაქოს სასამართლომ დღეს, 15 მაისს ცნობილ აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს ფარვიზ ჰაშიმლის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ჟურნალისტი ფარვიზ ჰაშიმლი 2013 წლის 17 სექტემებრს აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად ედება “წინასწარი შეცნობით ჯგუფის მიერ ჩადენილი კონტრაბანდა” და “წინასწარ შეცნობით ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო ყიდვა, გადაცემა შენახვა, გადატანა და ხმარება.”

 

ჟურნალისტის კოლეგები და უფლებადამცველები აზერბაიჯანში მიიჩნევენ, რომ ჰაშიმლი ჟურნალისტური საქმიანობისთვის დააპატიმრეს. 


ფარვიზ ჰაშიმლი
ფარვიზ ჰაშიმლი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი