ახალი ამბები

“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლები “ქართული ოცნების” მსხვილ შემწირველებს შორის

15 მაისი, 2014 • • 1282
“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლები “ქართული ოცნების” მსხვილ შემწირველებს შორის

აპრილის თვის განმავლობაში 60 000 ლარის ოდენობის შეწირულობა განახორციელა GWP–ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ბახტაძემ, ხოლო ბესიკ ვაშაკაშვილმა, რომელიც Georgian Water and Poper–ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილეა,  პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 40 000 ლარი გადაურიცხა.

 

აპრილის თვის განმავლობაში “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 180–მა ადამიანმა სულ 1 804 625 ლარი შესწირა. მოქმედი საარჩევნო კოდექსი იურიდიულ პირებს წელიწადში ამა თუ იმ პარტიის 60 ათასი ლარით დაფინანსების საშუალებას აძლევს, თუმცა “ქართული ოცნებისთვის” თანხა არც ერთ იურიდიულ პირს არ შეუწირავს.

 

‘ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი'(GWP)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი