ახალი ამბები

“ქართული ოცნების” პარტიის მსხვილი შემწირველები “ქართუ ბანკიდან”

15 მაისი, 2014 • • 1518
“ქართული ოცნების” პარტიის მსხვილი შემწირველები “ქართუ ბანკიდან”

მაგალითად, ქართუ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა პარტიას აპრილის თვის განმავლობაში 50 ათასი ლარი შესწირა, იურისტმა ალა კახნიაურმა – 10 ათასი ლარი, ნოდარ ჯავახიშვილის მოადგილე ნატო ხაინდრავამ – 35 ათასი ლარი, მეორე მოადგილე დავით გალუაშვილმა – 30 ათასი ლარი, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ეთერ დემინაშვილი – 3 ათასი ლარი, ბანკის კომერციულმა დირეტქორმა ზურაბ გოგუამ – 20 ათასი ლარი, რისკების დირექტორმა ბექა კვარაცხელიამ – 15 ათასი ლარი, ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერმა ლიანა ბეჟუაშვილმა – 15 ათასი ლარი, ხოლო ისნის სერვისცენტრის მენეჯერმა კახაბერ ჩიხლაძემ – 15 ათასი ლარი.

 

 

ბანკი ქართუ
ბანკი ქართუ

 

აპრილის თვის განმავლობაში “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” 180–მა ადამიანმა სულ 1 804 625 ლარი შესწირა. შეგახსენებთ, რომ მოქმედი საარჩევნო კოდექსი იურიდიულ პირებს წელიწადში ამა თუ იმ პარტიის 60 ათასი ლარით დაფინანსების საშუალებას აძლევს, თუმცა “ქართული ოცნებისთვის” თანხა არც ერთ იურიდიულ პირს არ შეუწირავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი