ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება – ზვიად ძიძიგური

6 ნოემბერი, 2018 • 3946
ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური არ არის ინფორმირებული, აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” დაბრუნებას მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ამბობს, რომ თუ ეს მოხდება, “ძალიან კარგი იქნება”.

“ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და, რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. ეს არის ცალსახა. ღარიბაშვილი თუ შეუერთდება, ძალიან კარგი იქნება”, – განაცხადა ძიძიგურმა.

“ძველ გვარდიას” ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მიმართა. მისი თქმით, კარგად იცის მათი გაბრაზება და გულისტიკივილი, თუმცა “ერთიან ოჯახში” საკუთარ ადგილს ყველა იპოვის დამსახურების მიხედვით”.

ამავე თემაზე

მთავარია, ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა ქვეყანა არ დავსაჯოთ – ივანიშვილის საარჩევნო ვიდეომიმართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი