ახალი ამბები

ცესკოს პირველადი მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა 65 947-ით შემცირდა

15 მაისი, 2014 • • 1575
ცესკოს პირველადი მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა 65 947-ით შემცირდა

ცესკომ საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა რაოდენობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით შეძლო. კომისია აცხადებს, რომ აღნიშნული ციფრი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს, რადგან ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ჯერ არ ამოწურულა.

 

ცესკოს მონაცემებით, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 3, 537, 719 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, რაც წლევანდელ წინასწარ მონაცემებთან  შედარებით 65 947 ამომრჩევლით მეტია. რაც შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ცესკოს მონაცემებით მასში 3, 613, 851 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ეს მაჩვენებელი 2014 წლის წინასწარ მონაცემებზე 141 079 ამომრჩევლით მეტია. 

 

16 მაისიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას დაიწყებს და არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები – მათი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრაციის ადგილი და რომელ საარჩევნო უბანს უნდა მიაკითხონ ხმის მისაცემად.

 

საპრეზიდენტო არჩევნები 2013, თბილისი. ფოტო: დავით მიხეილ შუბლაძე
საპრეზიდენტო არჩევნები 2013, თბილისი. ფოტო: დავით მიხეილ შუბლაძე

ბარათში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩევლებმა წერილობითი განცხადებით შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ფილიალს უნდა მიმართონ. იმ შემთხვევაში კი, თუ ამომრჩეველი საერთოდ ვერ მიიღებს  საინფორმაციო ბარათს, ცესკოს 29 მაისამდე უნდა მიმართოს.

 

ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება ასევე შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ საძიებო სისტემაში. წელს პირველად, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ფოტოსურათებიანი ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, შესაბამისად, საძიებო სისტემა იძლევა ფოტოსურათების გადამოწმების შესაძლებლობასაც.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები, რადგან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან მისამართის მითითების გარეშე. ამისთვის ამომრჩევლებმა 28 მაისამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ.

 

საპრეზიდენტო არჩევნები 2013, თბილისი. ფოტო: დავით მიხეილ შუბლაძე
საპრეზიდენტო არჩევნები 2013, თბილისი. ფოტო: დავით მიხეილ შუბლაძე

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის ცესკომ ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი ამომრჩეველთა სია შექმნა, სადაც მათ მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამავე წლის 15 ივნისს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი