ახალი ამბებირეკლამა

„ჩაურთეთ“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს

6 ნოემბერი, 2018 • 2342
„ჩაურთეთ“ ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს

საქართველოში ათიათასობით მოსწავლეს  არ აქვს კომპიუტერის ყიდვისა და ინტერნეტის საფასურის გადახდის საშუალება.  მათი უმეტესობა  სოციალურად დაუცველ ოჯახებში, დევნილთა დასახლებებში და მაღალმთიან რაიონებში ცხოვრობს. სწორედ ასეთი მოსწავლეების დასახმარებლად დაარსდა  სოციალური სტარტაპი „ჩართე“.

„ჩართე“ (ანუ GiveInternet.org) არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ მარტივ, სწრაფ და გამჭვირვალე პლატფორმაზე დარეგისტრირებით თქვენ უზრუნველყოფთ, რომ  მოსწავლეს ჰქონდეს განათლების მიღებისა და თვითგანვითარებისთვის საჭირო ყველა პირობა: თითოეული ბენეფიციარი „ჩართეს“ ონლაინ მენტორობის პროგრამაში გაწევრიანდება, რომლის წყალობითაც ის მუდმივად მიიღებს თვითგანვითარებისა და სწავლისთვის საჭირო რჩევებს, ინფორმაციასა და საგანმანათლებლო რესურსებს.

პროექტში ჩართვა მარტივია:

[checklist]

  • შედით საიტზე „ჩართე“;
  • მიუთითეთ სასურველი თანხა, რომელიც ყოველ თვე ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ;

[/checklist]

ახლა თქვენ თუნდაც 1-ლარიანი შემოწირულობის გაღებით სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ინტერნეტთან, ლეპტოპთან, ულევ ინფორმაციასთან, განათლების მიღების, კომუნიკაციისა და თვითგანვითარების საშუალებებთან მიეცით წვდომა.

პროექტი წამოიწყო Educare Georgia-მ, საგანმანათლებლო ფონდმა, რომელმაც მიზნად დაისახა, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს მისცეს მსოფლიო დონის განათლების მიღების შანსი.

 

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ და 300-ზე მეტი მხარდამჭერის წყალობით უკვე „ჩართულია“ 200-მდე მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სანამ მოსწავლეები ინტერნეტისა და ონლაინ საგანმანათლებლო სივრცის შესაძლებლობებს ითვისებენ, „ჩართეს“ გუნდი ახალ მხარდამჭერებს ეძებს, პროექტი კი სწრაფად ვითარდება.

[blue_box]განახლებული საიტი – მეტი გამჭვირვალობა[/blue_box]

დღეს „ჩართეს“ ახალი საიტი აქვს. მისი ახალი ფუნქციონალის წყალობით პროექტი ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა. თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ბევრად მეტი ინფორმაცია პროექტზე, მის გუნდზე და, რაც მთავარია, პროექტის ხარჯებზე.

მაგალითად, ეწვიეთ პროექტების გვერდს, რომ ნახოთ მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. შეიარეთ გუნდის გვერდზე, რომ ნახოთ, ვინ დგას პროექტის უკან. ეწვიეთ ხარჯების გვერდს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რაში და რატომ იხარჯება შემოწირულობა. აქ ნახავთ, ასევე, გამჭვირვალობის ანგარიშსა და ყოველთვიური ანგარიშის ნიმუშს, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებს ყოველი თვის დასაწყისში ელფოსტით ეგზავნებათ. ბენეფიციარების ადგილმდებარეობის გასაგებად ეწვიეთ პროექტის რუკას. რაც მთავარია, ეწვიეთ მოსწავლეების განათლების გვერდს და გაიგეთ, რას გულისხმობს მენტორობის პროგრამა.

„ჩართე“ ბოლო დროს საგრძნობლად გაფართოვდა. EY Georgia-ს, BDO-სა და თბილისი Huawei-სთან ერთად პროექტს დაემატა ახალი დასახლებები. კერძოდ, ჩართეს თბილისის #45 საჯარო სკოლა და სოფლები ხაშურის მუნიციპალიტეტში: ტკოცა, ვაყა, გომი, ოსიაური.

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ დაფინანსებით ბორჯომში მცხოვრებ 28 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საჩუქრად გადაეცა პერსონალური კომპიუტერები.

ამჟამად 15 მოსწავლე ელოდება ინტერნეტსა და კომპიუტერს. გაიცანით მოსწავლეები, რომლებიც დღესაც ჩართვას ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი