ახალი ამბები

საპროცესო შეთანხმების მრავალასპექტიანი რეფორმა

14 მაისი, 2014 •
საპროცესო შეთანხმების მრავალასპექტიანი რეფორმა

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების მიზეზია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება პროკურორის ფართო დისკრეციას ბრალზე და სასჯელზე ბრალდებულთან შეთანხმების პროცესში. 

 

კანონპროექტის ძირითადი არსი  მდგომარეობს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მრავალასპექტიან რეფორმაში. ეს ეხება სასჯელზე შეთანხმების, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმის გაუქმებას, საპროცესო შეთანხმების შესაძლო პირობების დეკლარირებას, დაზარალებულის უფლებების გაფართოებას საპროცესო შეთანხმების დადების და დამტკიცების პროცესში, საპროცესო გარიგების ოქმის საკანონმდებლო რეგულირებას, საპროცესო შეთანხმების დადებისთვის ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობის ერთმნიშვნელოვან  მოთხოვნას, რომელიც საკმარისია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად. საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი შედეგების შესახებ ბრალდებულის ჯეროვან ინფორმირებას, საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების ისეთი დამატებითი საფუძვლის შემოღებას, როგორიცაა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების არსებობა, პროკურორის მიერ საპროცესო შეთანხმების დროს გასათვალისწინებელ გარემოებათა ამომწურავი ჩამონათვალის შემოტანა და წამების, წამების და მუქარის და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების აკრძალვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი